რეზონანსი
14.12.2018

 რუსთავში კამპანია "გააზიარე სითბოს" ფარგლებში სოციალურად დაუცველებისთვის დადგმული კარადა კიდევ ერთხელ დაარბიეს. 

ფოტო, სადაც ვანდალური აქტია ასახული, დამტვრეული კარადა და ძირს დაყრილი ტანსაცმელი ჩანს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფეისბუქის მეშვეობით გაავრცელეს.  ეს უკვე მეორე შემთხვევაა როდესაც რუსთავში "გააზიეარე სითბოს" კარადა დაარბიეს. 

კამპანია ახალგაზრდების ინიციატივით რამდენიმე კვირის წინ თბილისში დაიწყო და უკვე გავრცელდა საქართველოს არაერთ ქალაქში. მის ფარგლებში მსურველები სპეციალურად დადგმულ კარადებში თბილ ტანსაცმელს ტოვებენ, რათა უსახლკაროებს ზამთრის გადატანა გაუადვილდეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×