რეზონანსი
14.12.2018

 საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტზე დაწერა, რომ ის ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან. აღნიშნული კომენტარი კი მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ჩამოდის.

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლა სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან. განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის”, – წერს სააკაშვილი.

ნიკოლა სარკოზი იყო ის პრეზიდენტი, ვისი შუამავლობითაც აგვისტოს ომის დროს 6 პუნქტიან შეთანხმებას მოეწერა ხელი.

(მარშალპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×