რეზონანსი
14.12.2018

 (რეზონანსი) ფეისბუქ მომხმარებელი, ლელა სეთიელი (გელოვანი), საკუთარი ვაჟის, პაატა გელოვანის 4 წლის წინ გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შემაძრწუნებელ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:

"ვეძებ შვილს! კარგად დააკვირდით, იქნებ, ვინმემ სადმე დაინახეთ. გთხოვთ, თითოეულ ფეისბუქ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გევედრებით... 2014 წლის 4 ნოემბერს, გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. გთხოვთ, იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ. გააზიარეთ პოსტი გემუდარებით! უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ გთხოვთ!" - წერს ლელა სეთიელი.

შეგახსენებთ, რომ პაატა გელოვანი, 2014 წლის 4 ნოემბერს, სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბულებულა. გაუჩინარებული ახალგაზრდა, თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×