რეზონანსი
14.12.2018

 (რეზონანსი) "ერეკლე მეორის სასახლე, თავად გვკარნახობდა ღონისძიების სტილს" - აცხადებს მხატვარი თამარ ფოცხიშვილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფის წევრია.

"გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, რომლის მომზადებაში აქტიურად ვიყავი ჩართული, შეიძლება ითქვას, რომ უფრო რთულად დასაგეგმი იყო, ლოკაციიდან გამომდინარე, ვიდრე თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზო. პარლამენტის კვადრატული ფორმის შიდა ეზო, რომელიც ჩაკეტილია პარლამენტის შენობის კედლებით და ტერასები ითხოვდა, რომ სცენას ბერძნული არენის, ნახევარწრის ფორმა ჰქონოდა.

თელავში ჩვენ უფრო ოპტიმალურად მოვერგეთ არსებულ გარემოს. ლოკაცია, ერეკლე მეორის სასახლე, თავად გვკარნახობდა ღონისძიების სტილს - ეს უნდა ყოფილიყო, რასაკვირველია აკადემიური და არა გადაპრანჭული, რადგან აქაურობას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სისადავე.

მე რასაკვირველია ვერ ვისაუბრებ, ზოგადად რატომ გაკეთდა არჩევანი თელავზე, თუმცა მოცემულობა - კარგი ეკოლოგიური გარემო, კავკასიონის და ალაზნის ხედი ძალიან კარგ ემოციებს ქმნის. გარდა იმისა, რომ ეს არის ისტორიული გარემო, თავისი საოცარი ხედებით, კახური დამახასიათებელი არქიტექტურით, ამ ადგილს ახლავს სირთულე - არასწორი რელიეფი" - ამბობს მხატვარი „პრაიმ ტაიმთან".

საქართველოს მომავალი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×