რეზონანსი
14.12.2018

 (რეზონანსი) ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა. მან გათავისუფლების მოთხოვნით მოქმედ პრეზიდენტს მიმართა.

"ეს დღეც დადგა. დღეს, ვასრულებ მუშაობას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რანგში. მიუხედავად იმისა, რომ კანონით საპარლამენტო მდივანს ავტომატურად არ უწყდება უფლებამოსილება, მიმაჩნია, რომ განსხვავებით საჯარო მოხელეებისაგან, რომლებიც არ უნდა იცვლებოდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების პარალელურად (და ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით ბოლო დღეებში წამოწეული უკანონო და უსამართლო საკანონმდებლო ცვლილება დღის წესრიგიდან მოიხსნა ჩვენი, სამოქალაქო და დიპლომატიური კორპუსის ერთიანი ძალისხმევით, რიგი დეპუტატების პრინციპული პოზიციით), საპარლამენტო მდივანი, ისევე როგორც ადმინისტრაციის უფროსი და მრჩევლები, პრეზიდენტმა თავად უნდა შეარჩიოს; მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს შერჩეული. ამიტომ, დღეს მივმართე პრეზიდენტს გათავისუფლების თხოვნით.

მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გამოცხადებული დიდი ნდობისთვის. აუცილებლად მინდა ავღნიშნო საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, ადამიანი, რომელიც თავისი სიღრმით, თავმდაბლობით და ყველანაირი სილამაზით, თავად ამშვენებდა პირველი ლედის სტატუსს და არა პირიქით. მასთან უერთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია იყო", - წერს ანა ნაცვლიშვილი ფეისბუქზე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×