რეზონანსი
14.12.2018

 (რეზონანსი) „თუ გიორგი თამაშს იგებს, ჩვენ ჭიქა ღვინოს ვსვამთ", - ამის შესახებ განცხადებას გიორგი ჩაკვეტაძის მამა მერაბ ჩაკვეტაძე აკეთებს.

დღეს გიორგი საქართველოში ნამდვილი სუპერვარსკვლავია. ერთა ლიგაზე გატანილი 4 გოლით მან უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მოიგო. ბოლო ტურში ყაზახეთთან ჩაკვეტაძემ კვლავ გაიტანა და შეცვლის დროს "დინამო არენა" ფეხზე წამოუდგა და ტაშს უკრავდა. როგორც ფეხბურთელის მამა ამბობს, ძალიან ემოციური საღამო ჰქონდათ.

"არ შემიძლია ვისაუბრო, რა შეუძლია გააკეთოს ადამიანს, როცა საქმე მის შვილს ეხება. ძლიერ ვტიროდი, როცა გიორგის შეცვლისას "დინამო არენაზე" ტაშს უკრავენ. გიორგი საქართველოში გმირია, მაგრამ ის მოკრძალებულ ადამიანად რჩება, რადგან ჩვენ ასეთად გავზარდეთ", - თქვა ფეხბურთელის მამამ „hln.be"- სთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×