რეზონანსი
14.12.2018

 (რეზონანსი) კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ნიუპოსტს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, დაცვის თანამშრომლებმა მოქალაქე სკამზე დასვეს სადაც გარაიცვალა.

"ასობით ადამიანი მოდის დახმარების სათხოვნელად, ზოგოერთს კონსულტაცია სჭირდება. აღნიშნულ ქალბატონსაც სავარაუდოდ დახმარება სჭირდებოდა, საბუთებით იყო მოსული. დაცვის სამსახურში გვითხრეს, რომ დახმარება ითხოვა, შეუიძლოდ ვარო, სკამზე დასვეს და შემდეგ შეამჩნიეს, რომ აღარ სუნთქავდა. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა"- ამბობს ხაბეიშვილი.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×