რეზონანსი
14.12.2018

 (რეზონანსი) დღეს, 15:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის ეზოში, სადაც მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, ჯარის რეპეტიცია გაიმართება.

როგორც ინაუგურაციის ღონისძიების რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 16 დეკემბრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდება და ინაუგურაცია ყოველგვარი მხატვრული ელემენტების გარეშე ჩატარდება.

მისივე თქმით, დღეს, 3 საათზე ჯარის რეპეტიციისთვის ყველაფერი მზად იქნება.

"დღეს საღამოს უკვე დამთავრდება ტრიბუნების მშენებლობა. ვფიქრობ, ყველაფერი მზად იქნება კვირისთვის. ბოლო შტრიხები კეთდება. დღეს შესაძლოა ჯარის რეპეტიციაც გაიმართოს. კვირას, მაყურებელი იხილავს ინაუგურაციას. საერთოდ, ყველა ზედმეტი გადახვევა და მხატვრული ელემენტების დამატება არამართებულად მიიჩნევა ინაუგურაციის ცერემონიაში. ასე, რომ ეს იქნება წესების დაცვით გაკეთებული სადა, კულტურული ინაუგურაცია, ყოველგვარი ზედმეტობის და მხატვრული ელემენტების გარეშე. ჩვენ რასაც აქ ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმ სტილში, რომ მისადაგებული იყოს არსებულ გარემოსთან", - განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

 

 

"მარშალპრესი" 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×