რეზონანსი
14.12.2018

 თბილისში, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია. სამი დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმმა რეანიმატოლოგმა, ნიკოლოზ დემეტრაძემ განაცხადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,00:15 საათზე მოყვანილ იქნა სამი მოქალაქე ტაქსით. აღენიშნებოდათ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ერთს ჰქონდა ჭრილობა გულმკერდის არეში. მას გაეწია პირველადი დახმარება. ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება და მოთავსდა ქირურგიულ განყოფილებაში. მეორე პაციენტს ჰქონდა ჭრილობა ბარძაყის არეში. სისხლდენის ინტენსივობა შედარებით ძლიერი იყო და აყვანილ იქნა საოპერაციოში. მესამე პაციენტს დუნდულის მიდამოში ჰქონდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ისიც აყვანილ იქნა საოპერაციოში. როგორც გაირკვა დიდი დაზიანებები არ არის. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ დემეტრაძემ.

რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობაც სტაბილურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×