რეზონანსი
14.12.2018

 საფრანგეთის პოლიციამ მოკლა კაცი, რომელმაც 11 დეკემბრის საღამოს სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა. როგორც BBC ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელი ქალაქის ერთ-ერთ უბანში, საწყობში იმალებოდა და ის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

თავდამსხმელი შერიფ შეკატი სამშაბათის შემდეგ გაქცეული იყო და მას ასობით სამართალდამცავი ეძებდა.

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი სროლის შედეგად 3 ადამიანია დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი მძიმედ დაჭრილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×