რეზონანსი
13.12.2018

 რუსთავის საქალაქო სასამართლომ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.  მან გირაოს სახით 10 000 ლარი გადაიხადა.

აბაზოვის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აბაზოვის მეგობარმა, დათო გუსეინოვმა გაავრცელა. "ინფო რუსთავს" ფაქტი რუსთავის სასამართლოშიც დაუდასტურეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა მიიღო.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, 37 წლის თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ა.-ს, რომელმაც 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, საჯარო ბოდიში მოახდევინეს, ცემეს და სახე საკუთარი შარდით მოაბანინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×