რეზონანსი
13.12.2018

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ნაცმოძრაობის აქტიურ მხარდამჭერ მაია ორჯონიკიძეს პასუხობს:

"მაია ორჯონიკიძე, იმედია, წაიკითხავს (უკვე მერამდენედ) ამ პოსტს: ქალბატონო მაია, მე არა ვარ ივანე ინაშვილის შთამომავალი. ჩემი დიდი ბაბუა იყო მღვდელი და სერგო ორჯონიკიძის დავალებით წამებით მოკლეს ბოლშევიკებმა. რაც შეეხება ინაშვილებს გვარს, მე ვამაყობ ჩემი გვარით… ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი ამაყობს მისი გვარით. ინაშვილების გვარმა სამშობლოს არაერთგზის შეწირა თავი. 300 არაგველთა შორის რამდენიმე ინაშვილი იყო. ასე რომ, სერგო ორჯონიკიძის შთამომავალი ჩემზე ნუ ისაუბრებთ. ხატვა გააგრძელეთ. მომწონს თქვენი ნამუშევრები", - წერს ინაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×