რეზონანსი
13.12.2018

 პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია “პირველი”-ს ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა იმ ინციდენტის გამო, რომელიც დღეს პარლამენტში მოხდა, როდესაც კორესპონდენტმა მას კითხვა დაუსვა, თუ რატომ არ ესწრებოდა ის ბიუჯეტის განხილვას, რა დროსაც ვიქტორ ჯაფარიძე გაღიზიანდა და კამერას ხელით შეეხო.

"მომიტევეთ, რამეთუ მე, ტელევიზიებთან არასდროს დავმალულვარ. მესმის, რომ უნდა მომეთმინა, ალბათ ცოტა მეტი მომივიდა, არ მგონია რამე დამეზიანებინა, გამორიცხულია არ მჯერა, მაგრამ თუ რამე დავაზიანე, პრობლემა არ არის, ავანაზღაურებ", – განაცხადა ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში" ჩართვისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×