რეზონანსი
13.12.2018

 (რეზონანსი) ახლად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას თელავში, 1800 სტუმარი დაესწრება. მოწვეულ სტუმართა შორის, 800 სტუმრის სია საორგანიზაციო ჯგუფს თავად სალომე ზურაბიშვილმა მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას "2020NEWS" ავრცელებს.

პროტოკოლის მიხედვით, ინაუგურაცია 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება და სტუმრებს ფეხზე დგომა მოუწევთ, ვინაიდან, ინაუგურაციის სცენარი სწორედ ამას ითვალისწინებს.

ინაუგურაციის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ფიცს მთელი ქვეყნის წინაშე ახალ კონსტიტუციაზე დადებს, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში.

ინაუგურაციაზე მიწვეულები არიან მაღალი რანგის სტუმრები. მათ შორის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საეკლესიო ხელისუფლების პირველი პირები, მეგობარი ქვეყნების დელეგაციები, დეპუტატები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი ფიცს 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში დადებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×