რეზონანსი
13.12.2018

 (რეზონანსი) მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქზე დათო გუსეინოვი აბზოვის მეგობარი ავრცელებს.

თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ დღეს შეეცვალა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×