რეზონანსი
13.12.2018

 (რეზონანსი) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების პედაგოგთა მკვეთრ შემცირებას გეგმავს. როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, ამგვარად მასწავლებელთა საბაზო ხელფასის მატება გახდება შესაძლებელი, რომელიც დღეს 405 ლარს შეადგენს.

როგორც სამინისტროში აცხადებე, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. მათი თქმით, „ყველა სიახლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აუცილებლად მოგვაწვდიან".

ცნობისთვის, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მასწავლებლის ხელფასი 2020 წლიდან 1500 ლარამდე გაიზრდება. გარდა ამისა, განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ასევე დაანონსებულია, ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია.

დღეს საქართველოში, დაახლოებით, 67-ათასამდე მოქმედი მასწავლებელია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×