რეზონანსი
13.12.2018

 (რეზონანსი) ბათუმში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც სკოლის დირექტორმა განაცხადა, მეხუთე კლასის მოსწავლის მშობლებმა სკოლის დირექციას შეატყობინეს, რომ მის შვილს უფროსი ბიჭები ქუჩაში დახვდნენ და მის დაშინებას შეეცადნენ.

"სკოლაში მოსწავლის მშობელი გამოცხადდა და დირექციას შეგვატყობინა, რომ მის შვილს ქუჩაში სკოლიდან წასვლის შემდეგ ხვდებოდნენ დიდი ბიჭები და აშინებდნენ. როგორც მშობელმა თქვა, მისი შვილი შეესწრო აღნიშნული პირები როგორ სძალავდნენ სავარაუდოდ, თანხას და ეს რომ ბავშვს არ გაეხმაურებინა, უფროსმა ბიჭებმა დააშინეს და სავარაუდოდ ფიზიკურადაც შეეხნენ. მომხდარი შსს-ს შევატყობინეთ და გამოძიება დაიწყო. ბავშვი სკოლაში დადის და ასევე ფსიქოლოგთანაც იმყოფებოდა. ბავშვი მეხუთე კლასელია",- განაცხადა სკოლის დირექტორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×