რეზონანსი
13.12.2018

 (რეზონანსი) "მეორე ოპერაცია გამიკეთეს, ახლაც კიდევ ათას რამეს მიკეთებენ, მოძრაობა მიჭირს და რა გითხრათ, კაცი რომ დაბერდება და გადასაგდებია, ხომ იცით... თუმცა ჯერჯერობით მთლად გადასაგდებიც არ ვარ. მინდა, ცოტა ხანს კიდევ ვიყო ამ ქვეყანაზე", - ამის შესახებ განცხადებას მსახიობი კახი კავსაძე აკეთებს.

კითხვაზე - სალომე ზურაბიშვილის საინაუგურაციო ღონისძიებაზე მიიღეთ თუ არა საპატიო სტუმრის მოსაწვევი? კახი კავსაძე ამბობს, რომ მისი მდგომარეობის მიუხედავად, მოსაწვევის მიღების შემთვევაში ღონისძიებას დაესწრება.

"ჯერჯერობით არანაირი მოსაწვევი არ მოუტანიათ. მოსაწვევს თუ მივიღებ, ხომ ასე სუსტად ვარ, მაგრამ აუცილებლად წავალ! მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი მომხრე იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო! მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ! როგორც გავიგე, თელავში იმართება ღონისძიება და ძალიან გამეხარდა. თელავია ჩვენი ჯიგარი და ფესვი! დაე, იქედან დაიწყოს საქართველოს აღორძინება და გამთლიანება! სრულიად დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი, რომ საუკეთესო პრეზიდენტი იქნება! არ ვამბობ, რომ თამარ მეფეს უნდა შევადაროთ, თამარ მეფე სხვა იყო და სალომე ზურაბიშვილი სხვაა, უბრალოდ, რაც მე მაგ ქალბატონს წლების განმავლობაში ვაკვირდები, უაღრესად განათლებული და გამოცდილი ქალია! ამიტომ ვამყარებ ამხელა იმედებს მასზე!", - ამბობს მსახიობი "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×