რეზონანსი
13.12.2018

 (რეზონანსი) "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის და აღნიშნა, რომ არც ბოლო შემთხვევა იქნება.

„ეს პარლამენტია და ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, როგორც გუშინ, მაგრამ ამ ყველაფრის ბრალია ის, რომ პარლამენტში სხედან „ნაციონალები". ადამიანები, რომლებიც აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ხალხს. მათთან ერთად გვიწევს ჯდომა, ეს კოაბიტაციის ბრალია. ირმა ძალიან სწორად მოიქცა, არ აძლევდნენ განცხადების გაკეთების საშუალებას. არავის არავისთვის ხელი არ დაურტყამს, იყო ჯიკავი, ეს არც პირველი შემთხვევა ყოფილა საქართველოში და არც ბოლო იქნება. არ არის ლამაზი ქცევა, მაგრამ სწორია საქართველოში „ნაციონალი" დეპუტატები. პარლამენტმა უნდა განიხილოს ჩვენი რეზოლუცია „ნაციონალების" გასამართლებაზე და ყველაფერი გამოსწორდება.

ჟურნალისტები და განსაკუთრებით, მოღალატე „რუსთავი 2" აცოცხლებთ „ნაციონალების" სექტას, რომელიც თავს მოგვახვია უცხოეთის სპეცსამსახურებმა. ერისა და ქვეყნის წინაშეა მოღალატე „რუსთავი 2" და ნიკა გვარამია", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

საქართველოს პარლამენტში გუშინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის" წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.

 

 

"მარშალპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×