რეზონანსი
13.12.2018

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიდუბის მაჟორიტარმა ზაზა პაპუაშვილმა გადაცემა "პოლიტმეტრში" ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს "სალახანა, ქალაჩუნა დეპუტატი" უწოდა. გადაცემის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა მას კორექტულობისკენ მოუწოდა, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ამაზე კორექტულობას ვერ შეინარჩუნებს.

"ადამიანმა ასეთი რაღაცა თქვა, მე მაგას არ ვახსენებდი, არსად დებატებში, მაგრამ არ ვიცი, ვისთან აქვს ენა მიჩვეული, ვის ენა სად წაუტლიკინ-წამოუტლიკინა. სადღაც წერს ჩემზე – ნარკოტიკში ჩახრჩობილი დეპუტატიო, სანამ მაგ ნარკოტიკში თვითონ ჩავახრჩე, ჭკუაზე მოვიდეს. აი, რას ვეტყვი – შე ლაწირაკო შენა, შე უზრდელო ხეპრე, შე ქალაჩუნა, შე პრასტიტუტკა, ამას როგორ ბედავ.

მე მთელ ამ შემოწმებას გავივლი და ამ საბუთს, რასაც მოვიტან, სადაც ეწერება… წვრილად დაახვიოს და ერთ ადგილში გაირჭოს", – თქვა დიდუბის მაჟორიტარმა, რის შემდეგაც ტელეჩართვა გაწყვიტა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში დღეს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაწერა, რომ "ნარკოტიკებში დამხრჩვალი მსახიობ-დეპუტატი პაპუაშვილი სამოქალაქო ომის ახალი ფორმულაა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×