რეზონანსი
13.12.2018

 თურქეთში, მაღალსიჩქარიანი სამგზავრო მატარებელი, რომელიც ანკარიდან ქალაქ კონიის მიმართულებით მოძრაობდა, რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.

თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, მაღალსიჩქარიანი მატარებელი  ესტაკადას შეეჯახა. უბედური შემთხვევა მოძრაობის დაწყებიდან ოთხი წუთის შემდეგ მოხდა, როდესაც მან 80-90 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

შემთხვევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ინციდენტის ადგილზე სამაშველო სამსახურები და ექიმები მუშაობას განაგრძობენ.

შემთხვევის შედეგად ქართველები არ დაშავებულან. როგორც “აიპრესს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით საელჩოში საქართველოს მოქალაქეების  შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×