რეზონანსი
12.12.2018

 ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებების კვალდაკვალ 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს, საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებს. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ისინი იქნებიან თბილისშიც და თელავშიც.

ამ აქციას ემიჯნება ნაციონალურ მოძრაობასთან პირველი ტურის შემდეგ შერიგებული ევროპული საქართველო. 

ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციურმა ჯგუფმა „ძალა ერთობაშიამ“, 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, რუსთაველის ქუჩაზე  საპროტესტო აქციის ჩასატარებლად თელავის მერიის კანცელარიას უკვე ჩააბარა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელ პირებს აცნობა, რომ 16 დეკემბრის აქციას ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის არსებულ პერიმეტრზე გამართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×