რეზონანსი
12.12.2018

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე დეპუტატ არჩილ თალაკვაძეზე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

„კაბზონ თალაკვაძეს ვინმემ შეახსენეთ რა იქნება, რომ, როცა ნიკა მელია ოპოზიაში იყო ნაცმოძრაობასთან, ეგ კარიერისტი კომკავშირელი ნაციონალური მოძრაობის დროშას დააფრიალებდა პატრიოტულ ბანაკებში და 2012 წლის არჩევნებზე "მიშა მაგარიას" მღეროდა ხმის ჩახლეჩვამდე, სწორედ იქამდე, სანამ მიშამ ოფიციალურად არ აღიარა წაგება და იმ საღამოდანვე სისხლიან რეჟიმზე დაიწყო საუბარი, დროშა გამოიცვალა და მოზეიმე ქოცებს შეუერთდა ეს ფარჩაკი მაიმუნი!“ - წერს მეგი გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ კი ნიკა მელიას საპარლამენტო საქმიანობა უარყოფითად შეაფასა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×