რეზონანსი
12.12.2018

დღეს რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა. 

„დღეს, 12 დეკემბერს რუსთავის მეტალურგიული ქარხანაში გაჩერდა ერთი ფოლადსადნობი ღუმელის კომპლექსი. წარმოების მოცულობის შემცირება წინასწარ იყო გაცხადებული. ეს არის ირანიდან უხარისხო დემპინგური არმატურის მოზღვავებული იმპორტის შედეგი. 

15 ნოემბერს ძალაში უნდა შესულიყო საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი, რაც შეაჩერებდა უხარისხო არმატურის იმპორტს. მთავრობის გადაწყვეტილებით, კონტროლის შემოღებამ გადაიწია 15 იანვრამდე. 

წარმოების შემცირებამ გამოიწვია 400 თანამშრომელის იძულებით შვებულებაში გაშვება. იმედია, კონტროლის მექანიზმები შევა ძალაში უახლოეს მომავალში და შემდგომი სიმძლავრეების შემცირება არ გახდება აუცილებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×