რეზონანსი
12.12.2018

 (რეზონანსი) არ ვთვლი, რომ დღეს რამე განსაკუთრებული მოხდა- ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მომხდარ დაპირისპირებას.

„არ ვთვლი, რომ დღეს რამე განსაკუთრებული მოხდა. პარლამენტში აბსოლუტური განურჩევლობაა. ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და თავისუფლებაზე ის ადამიანები გვესაუბრებიან, რომლებიც პოლიტიკოსების მანტიით სარგებლობენ და სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. პარლამენტმა რეზოლუციას კენჭი უნდა უყაროს, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს. სანამ დამნაშავეების დასჯა არ მოხდება, სიმშვიდე არ იქნება და დემოკრატია საფრთხის ქვეშ დადგება. ეს ყველაფერი მოღალატეობრივი კოაბიტაციის შედეგია", - განაცხადა ინაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×