რეზონანსი
12.12.2018

 (რეზონანსი) ნიკა მელიას პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ მიმართა-"შვილო „გაზს დაუწიე", ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში".

ქანთარიამ ასევე თქვა, რომ ვისაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურს, "თავის კუთვნილ ბინას იპოვის".

"თქვენი ბელადი იქედან გმოძღვრავთ: თავები გაიტეხეთ თქვენო და თვითონ "სკაიპით" ძალიან უყვარს საქართველო. იმ თქვენს ბელადს უთხარით, რომ თუ ასეთი რევოლუციონერი და ასეთი მაგარია, ლენინმა პარიკი დაიხურა და რუსეთში სხვისი პასპორტით ჩავიდა. ასევე გააკეთოს და ჩამოვიდეს, მაგრამ მანაც კარგად იცის, პირველ რიგში, თქვენ მოკიდებთ და მატროსოვამდე ყვავილებით მიიყვანთ. ვითარება ასეთია და რაც არ უნდა იქნიოთ ხელი, ეს უნდა დამთავდეს, წერტილი დაესვას და თქვენ სახელი დაგერქვათ", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მისამართით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×