(რეზონანსი) გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ჩემო თანამემამულენო!
მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი მოგახსენოთ დღევანდელ ჩვენს ყოფაზე!
,,არა ნაციზმს" ამ მიდგომამ ის რაოდენობა გამოიყვანა საზოგადოების, რომელმაც მეორე ტურში გადაარჩინა ქვეყანა ნაცების მობრუნებისგან!
აქვე მინდა განვმარტო ის საზოგადოება,რომელიც იყო ნაცების მხარეს,დიდი ნაწილი იყვნენ არა მარტო ფეტიშისტი ნაცები არამედ ,,არა ბიძინას" ამ მრწამსით მაცხოვრებლები!
ინაგურაციამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მზაკვრულმა გადაწყვეტილებამ ერთი კვირით გაეუქმებინათ მორატორიუმი მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით აშკარად დაანახა საზოგადოებას,რომ ოცნება ერთი გუნდი აღარ არის!
ბიძინამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ენდოს იმ ერთ ,,ახალგაზრდა ნაკლებად პატრიოტთა" ნაწილს რომელზეც დღეს მინდობილია ბოლომდე და რა შედეგამდეც მიიყვანეს ქვეყანა და პარტიაც ფაქტის წინაშე დადგა,თუ დაეყრდნოს ,,ძველებს" ვისთან ერთადაც მოვიდა ხელისუფლებაში!
ამ ახალგაზრდებმა არ იციან ნაცებისგან მიყენებული ჭრილობები ,რომ დღესაც მოუშუშებელია, თვითონაც წარმოშობით ნაცები არიან გადმოპორტირებულები და ყოველთვის წაიყვანენ ქვეყანას კოჰაბიტაციის კუთხით ,,ნუ იქნება ოღონდ ბუნტი" !ბიძინას ეს აწყობს სიმშვიდეეეე!
თქვენ? თქვენ რაღა ბზიკმა გიკბინათ ,,ძველებო" ვინც იცით რა უბედურებააა ,,ბრიგადენფიურერი" მიშას ზონდერბრიგადები მათგან მოყენებული სულიერი თუ ხორციელი შეურაცყოფები!
ნუ გგონიათ დროს გაწელავთ და ყანყალს არ დაგიწყებენ ახალგაზრდა აქტივისტები რომელთაც სწადიათ სოროსის ფულით, ბიძინას სიჩუმით ისარგებლონ და დაითრიონ საბოლოოდ მთელი ხელისუფლება!
დიდი დრო აღარ უწერია ამ მდგომარეობაში ყოფნას, ხალხი ბევრჯერ მოტყუებული, მართალია ინერტული, ნიჰილიზმით გაჯღენთილი, მაგრამ მაინც მებრძოლი გულით აღარ და ვეღარ აიტანს ამას!
მოთმინების ფიალა ავსებულია და გადმოდის!
ბიძინამ თავისი ჯოკერით(ძალაუფლება და ფული) უნდა გაჭრას ან ამოუდოს ქვემოდან! სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს საზოგადოება ალბათ სავარაუდოდ იანვრის შუა რიცხვებამდე დაელოდება მის სვლას!
ფაქტია ტყუილს ვეღარავინ ვერ ავიტანთ არც არ უნდა საოცნებო იყოს!!!