რეზონანსი
12.12.2018

 (რეზონანსი) გთავაზობთ ამონარიდს ექსპრემიერის კლასელის თინათინ გამგებლის საარქივო ინტერვიუდან, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის მშობლებზეც საუბრობს:

""ქორწილში არ დაგვპატიჟ და ამაზე ოდნავ გულნატკენი ვარ. მაშინ ბიძინა უკვე მდიდარი ბიჭი იყო. მთელ ჭორვილას მოედო ამბავი, ქორწილში ბიძინას ცოლის "შლეიფი" შვიდ ქალს მიჰქონდაო. მეწყინა, ქორწილს რომ ვერ დავესწარით, მაგრამ მისი მაინც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ჩემი პატარა ოჯახი თუ არსებობს და მომავლის იმედი აქვს, ეს მისი დამსახურებაა. ნახევარი საქართველო მისი წყალობით სულდგმულობს დღესაც. ყოველთვის ძალიან თავშეკავებული იყო, ბავშვობაშიც ბევრ სიკეთეს გვიკეთებდა, მაგრამ გვთხოვდა, არ გამამხილოთო," - განაცხადა თინათინ გამგებელმა "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×