რეზონანსი
12.12.2018

 (რეზონანსი) ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გთავაზობთ ამონარიდს ექსპრემიერის კლასელის, თინათინ გამგებლის საარქივო ინტერვიუდან, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის მშობლებზეც საუბრობს:

"ერთხელ შატალოზე წავედით. მახსოვს, მე არ მივდიოდი, როგორც პედაგოგის შვილს, მეთაკილებოდა. ჩემმა კლასელმა რეზო მჭედლიშვილმა მითხრა, ბიძინა დავიყოლიეთ და შენ არ მოდიხარო და გაბრაზებულმა ნაწნავი მომაჭრა. წავედით შატალოზე, მაგრამ იმ ღამეს ნერვიულობისგან სიცხემ ამიწია. მეორე დღეს მშობლები დაიბარეს და მაშინ ვნახე პირველად ბიძინას დედა. ძალიან სათნო და ლამაზი ქალბატონი. იმდენად მშრომელი გახლდათ, შვილები სულ "პარიადკაში" ჰყავდა. ბიძინას ყოველთვის გატკიცინებული ყელსახვევი ეკეთა, მაგრამ სკოლიდან გამოსული ჯიბეში იკუჭავდა", - განაცხადა თინათინ გამგებელმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×