რეზონანსი
12.12.2018

 (რეზონანსი) საინაგურაციო ღონისძიებებში თელავსა და წინანდალში ანსამბლი "ერისიონი" იქნება წარმოდგენილი.

"ანსამბლი "ერისიონი" მიწვეული ვართ მონაწილეობის მისაღებად თელავსა და წინანდალში გამართულ საინაუგურაციო ღონისძიებებში... თელავში კახურ "მრავალჟამიერს" შევასრულებთ, ხოლო წინანდალში საპატიო სტუმრების მიღებაზე რა იქნება ჩვენს მიერ შესრულებული, ამას ჯერ კიდევ ვათანხმებთ რეჟისორთან.

ჩვენ საქართველოში საინაუგურაციო ღონისძიებებში ყოველთვის ვიყავით ჩართული, მაგრამ კახურ "მრავალჟამიერს" პირველად ვასრულებთ. კახურ "მრავალჟამიერს" უფრო ხშირად ახალ წელს ვასრულებდით და ძალიან სასიხარულოა ამჯერად საინაუგურაციო ღონისძიებაზე რომ შევასრულებთ. ეს სიმღერა საქართველოს განძია, რომლის მსგავსიც იშვიათად არსებობს," - აღნიშნა ჭკუასელმა "კვირის პალიტრასთან" საუბარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×