რეზონანსი
12.12.2018

 (რეზონანსი) რუსთავი2-ის გენერაური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

უდიდესი და უმდიდრესი კულტურის ხალხია სომხები. უამრავი რამ არის, რისიც უნდა თეთრი შურით გვშურდეს, მაგალითად, მათი შრომისმოყვარეობის და ბიზნეს ალღოსი.

მაგრამ, გინდა 1918 წელი ავიღოთ, გინდა სსრკ-ს დაშლა, სომხეთი ყოველთვის ჩაბმული იყო საქართველოზე, რომელიც სულ მოვლენების ლიდერი ლოკომოტივი იყო. თანამედროვე ისტორიაში პირველად, სომხეთმა აირჩია ჩვენზე ასგზის პროგრესული, სიმპატიური და პერსპექტიული ლიდერი. ასევე, პირველად ისტორიაში - ბევრად ცნობილი საერთაშორისო წრეებისთვის.

იმ კატასტროფიულ ფონზე, რაც საქართველოში ხდება, სომხეთი ძალიან მალე გახდება რეგიონალური ლიდერი და იმ ერთადერთ სტატუსსაც დავკარგავთ, რომლითაც სულ თავი მოგვქონდა მინიმუმ ბოლო 2 საუკუნეა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×