რეზონანსი
12.12.2018

  13 წლის ისმაილ ბადალოვი ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მამამ განაცხადა, ბავშვი სახლში ნაცემი მივიდა, თავი სტკიოდა, სასწრაფოს მიერ გაკეთებული ნემსის შემდეგ კი კომაში ჩავარდა.

"ჩემი შვილი სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა, ტიროდა რომ თავი სტკიოდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, ნემსის გაკეთების შემდეგ კი კომაში ჩავარდა. ამ დგომარეობაში ის სავადმყოფოში გადავიყვანეთ, ექიმების დასკვნით მისი მდგომარეობა თავის არეში მიყენებული ტრავმის შედეგი იყო, პოლიციამ იცის ამის შესახებ. ისინი ურეკავდნენ ექიმებს და ეკითხებოდნენ, ხომ არ იყო მისი მდგომარეობა მაღალი წნევის ან რაიმე სხვა მიზეზით გამოწვეული. დღეს ყველა დამნაშავე თავისუფალია, მეუბნებიან რომ ასაკის გამო მათი დაკავების უფლება არ აქვთ, მაგრამ მე მინდა რომ დამნაშავეები დაისაჯონ", – განაცხადა "რუსთავი 2"-თან გარდაცვლილის მამამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×