(რეზონანსი) საფრანგეთის პოლიციისთვის ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის მიმდებარედ ხალხს დაესხა თავს და ცეცხლი გაუხნა.
საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ ეჭვმიტანილი 1989 წელს დაბადებული შერიფ შექათია.
მედიის ცნობით, ის წარმოშობისაფრანგეთში დაიბადა და ამ ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა წარმოშობით მაროკოდან არის. ქვეყნის შს სამინისტროს ცნობით, მამაკაცი, რომელმაც, საშობაო ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა, შეიარაღებული და სავარაუდოდ დაჭრილია. ის ჯერჯერობით პოლიციას არ დაუკავებია.
საშობა ბაზრობასთან თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია 3 და დაშავებულია 13 ადამიანი. თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, საშობაო ბაზარი წარსულში ისლამისტ ექსტრემისტებისგან მუქარის სამიზნე იყო.