რეზონანსი
12.12.2018

 კალიფორნიაში მდებარე "ფეისბუქის" შენობიდან ევაკაუაცია დაიწყო. როგორც "სიენენი" წერს, მიზეზი შენობაში სავარაუდოდ არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობაა.

ოფისში გამნაღმველები და პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ და მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში საეჭვო არაფერი უპოვიათ და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ.

პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ამ ეტაპზე იძიებენ, ვინ დარეკა პოლიციაში, "ფეისბუკის" შენობაში ბომბის არსებობის შესახებ.

ჯერჯერობით გლობალური ქსელის მუშაობა არ შეფერხებულა, თუმცა კრიმინალისტები ადგილზე რჩებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×