ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, ლარს ფუნდამენტური პრობლემები არ აქვს. ამის შესახებ ქობულიამ განცხადება, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გააკეთა.
"ჩვენ როდესაც ვუყურებთ დღეს ვალუტისა და ლარის ბალანსს, ეს ბალანსი დარღვეული არაა. ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ ნაკლები დოლარი შემოდის ან ბევრად მეტი დოლარი გადის, ანუ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მკვეთრად გაიზარდა იმპორტი და გვჭირდება დოლარების გაცემა ქვეყნიდან. ვერ ვხედავთ ასევე იმას, რომ ექსპორტი შემცირდა… ანუ ვერ ვხედავთ, რომ ვალუტის ნაკლებობაა ქვეყანაში და ამიტომ ლარი იაფდება… ამიტომ, არის მოლოდინი, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას. პროგნოზების გაკეთება არ არის კარგი საქმე, მაგრამ, ჩემი აზრით, ლარი გამყარებისკენ უნდა წავიდეს მომავალში, თუ საქართველოს ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას და ჩვენ ამის ღრმა რწმენა გვაქვს“, – აღნიშნა ქობულიამ.