ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში აცხადებს, რომ ვაშინგტონი უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ ამ დრომდე არ ჰყავს ელჩი და იმითაც, რომ დანიშვნის პროცესი მომავალ წელს გადაიწევს.
„შემიძლია გითხრათ ის, რომ ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო და იმ პერსპექტივით, რომ არსებული სიტუაცია გაგრძელდება 2019 წელსაც. სწორედ ამიტომ მთხოვეს, ხელმძღვანელის ფუნქცია შევასრულო, რაც ჩემთვის დიდი პატივია. იმედი მაქვს, რომ შემიძლია, კარგი რამ გავაკეთო შეერთებული შტატებისთვის, საქართველოსთვის და ჩვენი ურთიერთობისთვის,“ - განაცხადა როს უილსონმა.
გავლენიანი ამერიკული გამოცემამ Foreign Policy სკანდალური სტატია გამოაქვეყნა. გამოცემა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის განხილვას ეხმაურება.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მთავრობა ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მხარდამჭერია.