რეზონანსი
11.12.2018

 უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„რამდენიმე საათის წინ მთვარისა ნავერიანის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ავტომობილის მძღოლი რომელიც მის ლიკვიდაციას გეგმავდა სწრაფი სვლით ცდილობდა მთვარისა ნავერიანზე მანქანის დაჯახებას, საბედნიეროდ, ნავერიანი გადარჩა. მას აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება. ფაქტზე პოლიციამ დაიწყო ოპერატიული მუშაობა დამნაშავის დასაკავებლად.

უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე ამ წუთას რამის თქმა მიჭირს , მაგრამ კარგად ვხვდები ვისგანაც მოდის ყოველივე“ - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს მთავარი პროკურატურასთან გამართულ აქციაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორმა მთვარისა ნავერიანს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მოგვიანებით, ნავერიანმა პროკურატურას ნიკა გვარამიასთვის ბრალი წაყენების მოთხოვნით მიმართა და ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×