(რეზონანსი) "არჩევნების რიტმში ცხოვრებამ დაგვაავადა, ხალისი დამეკარგა ცხოვრების" - ამის შესახებ განცხადებას პოეთი ეთერ თათარაიძე აკეთებს.
"პოლიტიკის არაფერი გამეგება, ძალით მასწავლიან. რაც გონზე მოვედი, სულ რაღაც უბედურებაში ვართ. მხოლოდ სიყვარული თუ გადაგვარჩენს. ნუ გავედევნებით პარტიულ შეხედულებებს, დავინდოთ ერთმანეთი. საქართველო დატოვა სიყვარულმა, სულ ეგეთი შეგრძნება მაქვს, როცა რამეს ვისმენ ან ვხედავ, და მგონია, რომ საქართველო უსიყვარულოდ დარჩა.
მინდა მშვიდობა და სიყვარული იყოს ჩემს ქვეყანაში, შენდებოდეს, როგორც სხვა ბედნიერი ქვეყნები შენდება, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს სიმართლე და სამართალი ჰქონდეთ. არჩევნების რიტმში ცხოვრებამ დაგვაავადა, ხალისი დამეკარგა ცხოვრების. იმდენად გამეტებული ჰყავთ ადამიანებს ერთმანეთი, რომ მეშინია. აღარ არის ის სიყვა¬რული, რამაც ქვეყანა უნდა ააშენოს", - ამბობს პოეტი "კვირის პალიტრასთან".