რეზონანსი
11.12.2018

 (რეზონანსი) "რეპორტაჟის გასვლის შემდეგ ჩემში არაფერი შეცვლილა, ისევ იგივე ადამიანი ვარ, იგივე დავრჩი" - ამბობს 13 წლის უშგულელი გიდი რომელიც პრემიერ მინისტრმა დღეს დააჯილდოვა.

„რეპორტაჟის გასვლის შემდეგ ჩემში არაფერი შეცვლილა, ისევ იგივე ადამიანი ვარ, იგივე დავრჩი. რეპორტაჟმა, რომელშიც გადამიღეს, პოპულარული გამხადა, რაც ძალიან გამიხარდა და მომეწონა. რომ მხედავენ, მოდიან, მეუბნებიან, როგორც ხარ, შენ გიორგი არ ხარ, გიცნობთ ტელევიზორიდანო.

დავამატე ახალი მარშრუტები ტურისტებისთვის, მაგრამ ახლა თოვლია და ცხენით სიარული რთულია. გაზაფხულიდან ბევრ ტურისტს ველოდები. ახლა ესპანურს ვსწავლობ.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ბევრი ჯილდო გადმომცა და ბოლოს მითხრა, აწი ასე გააგრძელე და დაგიფასდებაო", - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ქოჩქიანმა.

13 წლის გიორგი ქოჩქიანს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მას „მთის შვილის" წოდება მიანიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×