(რეზონანსი) საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები აფასებენ.
თემურ ბაბლუანი, რეჟისორი: - "ჩვენ ქართველები ვართ. 7 მილიარდ კაცს შორის სულ 3,5 მილიონი. ერთმანეთზე ძვირფასი¬ ვინ უნდა გვყავდეს?! როგორ შეიძლება განსხვავებული შეხედულების გამო ერთმანეთთან დაპირისპირება?!
ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს და გვაერთიანებს, ქართველობაა, რაც ყველაზე უფრო გვჭირდება, ერთმანეთის მოფრთხილება და სიყვარული, არაფრის ფასად¬ არ უნდა დავკარგოთ.
შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, მერე რა, ამის გამო მტრებად
ვიქცეთ?! რა, მტრები გვაკლია?! ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ერთმანეთის გაგება, ერთმანეთის თანადგომა. სირცხვილია სიძულვილის ენაზე საუბარი. საკუთარი მიზნების გამო შეიძლება ადამიანის ასე გამეტება?! სირცხვილია!
იმ სინამდვილეს, რაც გვაქვს, სწორად დანახვა სჭირდება და ვისაც მოუნდება, რომ თვალზე ხელი ჩამოგვაფაროს, ის მტერია. ქართველებს განსჯის უნარი გვაქვს. კი, ემოციურები ვართ, ხანდახან ზედმეტიც მოგვდის, მაგრამ თეთრს და შავს მაინც ვარჩევთ. ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვა. სალომე ზურაბიშვილი კარგი პრეზიდენტი იქნება", - განაცხადა რეჟისორმა "კვირის პალიტრასთან".