რეზონანსი
11.12.2018

 (რეზონანსი) ზუგდიდში ორი ავტომობილის შეჯახების შედეგადა, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში „ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა „აუდის„ მარკის ავტომანქანას დაეჯახა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოთხი დაშავებული კი, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

"მეტრონომი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×