რეზონანსი
11.12.2018

 (რეზონანსი) ის­რა­ე­ლე­ლი პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი, რო­მე­ლიც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის­თვის ეხ­მა­რე­ბო­და, ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბი­სას ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან არ მო­უს­მე­ნია. პო­ლიტ­ტექ­ნო­ლოგ­მა ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის „მე­ცხრე არხთან" ისა­უბ­რა, ინ­ტერ­ვი­უს sova.news ავ­რცე­ლებს.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­ვე­დი, პირ­ვე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში ხმა­უ­რი იყო, მი­ტინ­გე­ბი... „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­სა­მარ­თით მძი­მე ბრალ­დე­ბებს ვის­მენ­დით. ავ­რცე­ლებ­დნენ პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც დრო­ნე­ბით იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. მქონ­და გან­ცდა, რომ ეს ყვე­ლა თავ­დას­ხმა მმარ­თველ პარ­ტი­ა­ზე ვი­ღა­ცას წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი და გათ­ვლი­ლი. ამი­ტომ გან­ვა­ცხა­დე - უნდა გა­და­ვი­დეთ სა­პა­სუ­ხო თავ­დას­ხმა­ზე და არ უნდა ვი­ყოთ თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში," - იხ­სე­ნებს კლუ­გ­ჰაფ­ტი.რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, ის­რა­ე­ლე­ლი პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გის შე­ფა­სე­ბით, არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი უფრო ლი­დე­რია, ვიდ­რე - პო­ლი­ტი­კო­სი და მას­თან მუ­შა­ო­ბა მარ­ტი­ვი არ იყო.

ის ლი­დე­რია, ამი­ტომ გა­უ­ჭირ­და კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბა. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი საქ­მის ადა­მი­ა­ნია. იყო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ელჩი, მო­ვი­და, რომ ემუ­შა­ვა. ამი­ტომ, რო­დე­საც ვუ­თხა­რით, რომ სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გას­ვლა, ბავ­შვე­ბის­თვის ლო­ყა­ზე კოც­ნა, ის ამით დი­დად არ და­ინ­ტე­რეს­და და რჩე­ვე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ ცდი­ლობს გა­ა­კე­თოს ის, რა­საც აკე­თე­ბენ სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს. ამ კუ­თხით - ის არის კან­დი­და­ტი, ვის­თან მუ­შა­ო­ბაც რთუ­ლია," - განაცხადა კლუგჰაფტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×