(რეზონანის) თბილისში, წერეთლის გამზირზე მამაკაცს ავტომობილი მოპარეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა, რომ სწრაფი გადახდის აპარატიდან ტელეფონზე თანხა ჩაერიცხა, რა დროსაც უცნობი პირი მის მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა.
მოპარული ავტომანქანით გამტაცებელმა ავარია მოახდინა, რა დროსაც ხუთი მანქანა დაამტვრია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის ერთობლივი მუშაობის შედეგად გატაცებული ავტომობილი მალევე იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამბები.ჯი