რეზონანსი
11.12.2018

 ამ დილით სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგდა პაპიძემ თავის მოკვლა სცადა. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს, გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა პაპიძეს სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

როგორც „კვირას“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე თქმით, მაგდა პაპიძე თავს კარგად გრძნობს.

„მაგდა პაპიძის სუიციდის მცდელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სასჯელის ზომა, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ განსაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×