რეზონანსი
11.12.2018

 (რეზონანსი) დედაქალაქის მერიამ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. განათებები რუსთაველის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, ბარათაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებზე დამონტაჟდება.

ამ დრომდე უცნობია სად დაიდგმება მთავარი ნაძვის ხე. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას დედაქალაქის მერია ოთხშაბათს, მთავრობის სხდომაზე მიიღებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×