რეზონანსი
11.12.2018

 ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მას­თან ახ­ლოს ან ნორ­მა­ზე 1-2 გრა­დუ­სით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა.

სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპერ­ტე­ბის კლი­მა­ტუ­რი პროგ­ნო­ზის ფო­რუმ­ზე მომ­ზად­და 2018-19 წლე­ბის ზამ­თრის სე­ზო­ნის ამინ­დის პროგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც ეყ­რდნო­ბა გლო­ბა­ლურ და ხმელ­თა­შუა ზღვის და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნე­ბის დი­ნა­მი­კურ და სტა­ტის­ტი­კურ მო­დე­ლებს.

„ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, 2018-19 წლე­ბის ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დის ფორ­მი­რე­ბა­ზე დო­მი­ნან­ტურ როლს წყნარ და ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბი შე­ას­რუ­ლებს. აღ­ნი­შუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­მა­ვა­ლი ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია: ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მას­თან ახ­ლოს ან ნორ­მა­ზე 1-2 გრა­დუსით მა­ღა­ლი იყოს.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზამ­თრის სე­ზო­ნის სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა (ნორ­მა) და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ზე +5, +7 გრა­დუსს; მთა­ში 0, +2 გრა­დუსს; მა­ღალ მთა­ში -4, -2 გრა­დუსს; აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში 0, +2 გრა­დუსს; მთა­ში -2, 0 გრა­დუსს; მა­ღალ მთა­ში -5, -3 გრა­დუსს შე­ად­გენს“, – აცხა­დე­ბენ სა­ა­გენ­ტო­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×