რეზონანსი
10.12.2018

 მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებულმა ყოფილმა პატიმარმა წყნეთში, რესტორან "წისქვილში" სამი ადამიანი დაჭრა. მათგან ორი სასჯელაღსრულების სამსახურის მაღალჩინოსანია, ერთი კი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე. დაჭრილთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

არსებობს დაპირისპირების ამსახველი ვიდეო კადრებიც მოიპოვა, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით იძიებს. 

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ, გიორგი ყანჩაველია, რომელიც სამართალდამცველებმა 2016 წელს თბილისის ცენტრში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დააკავეს და ის სასჯელს დანაშაულის დაფარვისთვის იხდიდა მანამ, ვიდრე ოქტომბერში პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში არ მოხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×