რეზონანსი
10.12.2018

 ქარ­თვე­ლი და ფრან­გი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად საფ­რან­გეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად საფ­რან­გეთ­სა და ბელ­გი­ა­ში მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი, სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 22 წევ­რი და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს 10 მო­ქა­ლა­ქეა, მათ შო­რის 2 - "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი".

"ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით და უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 10 დე­კემ­ბერს, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ლი­ონ­ში ჩა­ტარ­და მას­შტა­ბუ­რი სპეც.ოპე­რა­ცია სა­ხე­ლად "VORS 69-01" - და­კა­ვე­ბუ­ლია საფ­რან­გეთ­სა და ბელ­გი­ა­ში მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი, სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 22 წევ­რი. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს 10 მო­ქა­ლა­ქეა, მათ შო­რის 2 - "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი".

სპეც.ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" - 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მინ­დია ნი­ჟა­რა­ძე და 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რე­ვაზ სეს­კუ­რია; ასე­ვე, ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი - 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.თ., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ჩ., 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ნ.; 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ბ., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ო., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ლ., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ტ. და 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.რ.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გა­სა­ქურ­დად ბი­ნებს წი­ნას­წარ არ­ჩევ­დნენ, მო­ი­პო­ვებ­დნენ და ამუ­შა­ვებ­დნენ მო­ნა­ცე­მებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ბი­ნე­ბის შე­სა­ხებ, შემ­დეგ კი ქურ­დავ­დნენ. ასე­ვე, იპა­რავ­დნენ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ამ­ზა­დებ­დნენ ყალბ დო­კუ­მენ­ტებს და უკა­ნო­ნოდ ასა­ღებ­დნენ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს.

და­კა­ვე­ბულ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი. მათ, შო­რის, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, დიდი ოდე­ნო­ბით ფული, ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის და­სამ­ზა­დე­ბე­ლი ტექ­ნი­კა, სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­კე­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ნივთმტკი­ცე­ბად ასე­ვე ამო­ი­ღეს სუ­ბო­ტექ­სი­სა და მე­ტა­დო­ნის ჯგუ­ფის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი 1500 კო­ლო­ფი სი­გა­რე­ტი. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თო ზა­რალ­მა 400 000 ევ­რო­ზე მეტი შე­ად­გი­ნა.

და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×