რეზონანსი
10.12.2018

 (რეზონანსი) მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშიას ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.

გარდა ამისა, საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდნენ: ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია ჭანტურია, რეჟისორები: თემურ ჩხეიძე, გელა კანდელაკი, ლევან ჭოღოშვილი, ასევე პროფესორი ზურა კიკნაძე, მომღერალი მანანა მენაბდე, ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ნორვეგიელი სვენდ ვოგე, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" დირექტორი ქეთი ხუციშვილი.

ყველა მათგანს ჯილდო გადაეცა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×