(რეზონანსი) იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა.
"ვნებათაღლვა არის უადგილო, არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და მითუმეტეს, ხელის შეშლა რიგითი მოქალაქეებისთვის", - ამბობს წულუკიანი და იმედს გამოთქვამს, რომ ხვალიდან მოქალაქეებს ხელი აღარ შეეძლებათ სასწრაფო სერვისის მიღებაში.
"როდესაც თბილისის იუსტიციის სახლში მოდის ათიათასამდე ადამიანი, ზოგს აქვს პასპორტი ასაღები და რამდენიმე საათში ფრენა აქვს, ზოგს გარდაცვალების რეგისტრაცია ეჩქარება, ზოგს სურს სამშობიაროში მიბრუნდეს მეუღლესთან და დაბადების მოწმობა ეჩქარება, ასეთ ადამიანებს, სამწუხაროდ, ხელი შეუშალა საპროტესტო აქციამ", - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის სახლთან აქცია დღეს დილიდან იმართებოდა. "ქართული მარშის" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.